მაზოხიზმი ან უბრალოდ ჩემი თვალით დანახული სიკვდილის ინსტინქტი
4:10 PM
მაზოხიზმი -მორალური დაკმაყოფილების მიღწევა ტანჯვა წამების გზით , თვითგვემა.
სადომაზოხიზმი საკმაოდ მრავლისმთქმელი სიტყვაა, ის ასახავს ადამიანის ბიპოლარულ ბუნებას.თითქოს არ არსებობს ადამიანი,რომელიც მაზოხისტია და არ აქვს სადისტური გადახრებიც .სადიზმი, სხვისი წვალებით სიამოვნების მიღებაა, თუმცა სადიზმსაც აქვს მაზოხიზმის ნიშნები. სადისტური ქმედების დროს სხვისი განადგურებით ანადგურებ შენ თავსაც, მენტალურად, ფსიქიკურად და ზუსტად ამ ტანჯვით იღებ სიამოვნებას.
რა არის სიკვდილის ინსტინქტი, რომელიც კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ყოველთვის აჩრდილივით ადამიანის გვერდით არსებობდა და იკვებებოდა ნგრევით, ახლის აშენებით და შემდგომ აშენებულის განადგურებით , ამ პროცესს შეგვიძლია თავისუფლად ადამიანის რევოლუციაც ვუწოდოთ, სადაც არსებობს ადამიანი იქ ყოველთვის იქნება ერთმანეთის განადგურებით მიღებული სიამოვნება, თვითგვემისაკენ სწრაფვა ან უბრალოდ ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, განიცადოს ყველაზე მძაფრად ტანჯვისაგან მიღებული სიამოვნებით და იგრძნოს, რომ არსებობს, რადგან არსებობაშიც იგრძნობა უკვე სიცოცხლის დანაკლისი.
საინტერესოა ამ თემასთან მიმართებაში სიყვარულის, როგორც ტანჯვის გამცემის განხილვა. რა არის ცალმხრივი სიყვარული თუ არა თვითგვემა. თითქოს ადამიანი ფუჭი იმედებით იღებს სიამოვნებს, ის ეწეპება სიყვარულის ობიექტს და მისით ცხოვრობს, სუნთქავს, არსებობს, გადაადგილდება. ანადგურებს მის ხატსაც საკუთარ წარმოდგენებში, ივიწყებს საკუთარ პრიორიტეტებს, რომლებიც ოდესღაც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო და მიეცემა სასიამოვნო ტანჯვას, ფიქრებს იმის შესახებ რაც რეალური არაა და შეიძლება არც არასდროს იყოს. თითქოს ადამიანს სურს დააღწიოს თავი ამ უსუსურობის განცდას, მაგრამ ის ვერ შორდება ფიქრებს (რადგან მას ეს რეალურად არც უნდა) და თავისივე წარმოქმნილ ბოლში სულს ნელ-ნელა ღაფავს.
" ადამიანი ყველაზე მეტად დაუცველია ტანჯვის წინააღმდეგ იმ დროს, როდესაც მას უყვარს"
ადამიანს ახასიათებს მავნე ჩვევები, რაც უფრო მეტად მავნეა ეს ჩვევა მით უფრო ძლიერად შეისისლხორცებს ადამიანი მას საკუთარ ცხოვრებაში.
უბრალო ნორმალური მაგალითია სიგარეტის მოწევა, რომელიც საკმაოდ მავნეა ადამიანის ორგანიზმისთვის იწვევს უამრავ დაავადებას, ამ ფაქტის ცოდნის მიუხედავად ყველას უჭირს დაანებოს მოწევას თავი, თითქოს მასზე მიჯაჭვულნი ვეღარ ვფიქრობთ მომავალზე, აღარ ვაანალიზებთ მომავლის შედეგებს და წამიერი სიამოვნების გამო ვაგრძელებთ და უფრო მეტად ვსრულყოფთ ამ "რიტუალს".
შემდეგი მაგალითია ომი, რომელიც უმეტეს შემთხვევაში უსაფუძვლოა და ყველაფრის განადგურებისაკენ არის მიმართული.
შეიძლება ითქვას, რომ სიკვდილის ინსტინქტი გამომდინაორებს თვითგადარჩენის ინსტინქტისაგან, ის აგრესიაა, რომელიც ადამიანში ბუდობს და საკუთარი ფსიქიკის დასაცავად მას სხვადასხვანაირ კალაპოტში მივმართავთ, ვანადგურებთ თავებს არასწორი გადაწყვეტილებით, ან ვანადგურებთ სხვას, რადგან დავიცვათ საკუთარი თავი.ის სიცოცხლის ინსტინქტის თანმდებია და ადამიანის ბიპოლარულ ბუნებას უსვამს ხაზს.
სიკვდილიც ცხოვრებისაგან გამომდინარეობს,ის გარდაუვალია , სამყაროში მოსული ადამიანის გზაც ერთია, რომელიც დაბადებით, სიცოცხლით იწყება და სიკვდილით სრულდება, თითქოს ცხოვრებიდან გამომდინარე შეიქმნა ადამიანში ორი საპირისპირო ენერგეტიკა, რომელიც ავსებს ადამიანურ ბუნებას და უბრალო არსებებს, ადამიანად გარდაქმნის.
ადამიანს აშინებს სიკვდილი, აშინებს სირთულეები, მაგრამ თვითონ უქმნის საკუთარ თავს პრობლემებს, ის წარმოქმნის და შემდგომ ანგრევს, აყვავებს და შემდგომ საკუთარი ფეხებით თელავს, უყვარს, მაგრამ სიძულვილით, სიძულვილს ხანდახან სიყვარულს არქმევს, სურს, რომ იცხოვროს, მაგრამ ხანდახან საერთოდ არაფერს აკეთებს ამისთვის, მხოლოდ აჩქარებს სიკვდილს და საკუთარი ფეხებით მიდის მასთან.

0 comments