მაზოხიზმი ან უბრალოდ ჩემი თვალით დანახული სიკვდილის ინსტინქტი

4:10 PM

მაზოხიზმი -მორალური დაკმაყოფილების მიღწევა ტანჯვა წამების გზით , თვითგვემა.



სადომაზოხიზმი საკმაოდ მრავლისმთქმელი სიტყვაა, ის ასახავს ადამიანის ბიპოლარულ ბუნებას.თითქოს არ არსებობს ადამიანი,რომელიც მაზოხისტია და არ აქვს სადისტური გადახრებიც .სადიზმი, სხვისი წვალებით სიამოვნების მიღებაა, თუმცა სადიზმსაც აქვს მაზოხიზმის ნიშნები. სადისტური ქმედების დროს სხვისი განადგურებით ანადგურებ შენ თავსაც, მენტალურად, ფსიქიკურად და ზუსტად ამ ტანჯვით  იღებ სიამოვნებას.



რა არის სიკვდილის ინსტინქტი, რომელიც კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ყოველთვის  აჩრდილივით ადამიანის გვერდით არსებობდა და იკვებებოდა ნგრევით,  ახლის აშენებით და შემდგომ აშენებულის განადგურებით , ამ პროცესს შეგვიძლია თავისუფლად ადამიანის რევოლუციაც ვუწოდოთ, სადაც არსებობს ადამიანი იქ ყოველთვის იქნება ერთმანეთის განადგურებით მიღებული სიამოვნება, თვითგვემისაკენ სწრაფვა ან უბრალოდ ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, განიცადოს ყველაზე მძაფრად ტანჯვისაგან მიღებული სიამოვნებით და იგრძნოს, რომ არსებობს, რადგან არსებობაშიც იგრძნობა უკვე სიცოცხლის დანაკლისი.
საინტერესოა ამ თემასთან მიმართებაში სიყვარულის, როგორც ტანჯვის გამცემის განხილვა. რა არის ცალმხრივი სიყვარული თუ არა თვითგვემა. თითქოს ადამიანი ფუჭი იმედებით იღებს სიამოვნებს, ის ეწეპება სიყვარულის ობიექტს და მისით ცხოვრობს, სუნთქავს, არსებობს, გადაადგილდება. ანადგურებს მის ხატსაც საკუთარ წარმოდგენებში, ივიწყებს საკუთარ პრიორიტეტებს, რომლებიც ოდესღაც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო და მიეცემა  სასიამოვნო ტანჯვას, ფიქრებს იმის შესახებ რაც რეალური არაა და შეიძლება არც არასდროს იყოს. თითქოს ადამიანს სურს დააღწიოს თავი  ამ უსუსურობის განცდას, მაგრამ ის ვერ შორდება ფიქრებს (რადგან მას ეს რეალურად არც უნდა) და თავისივე წარმოქმნილ ბოლში  სულს ნელ-ნელა ღაფავს.


" ადამიანი ყველაზე მეტად დაუცველია ტანჯვის წინააღმდეგ იმ დროს, როდესაც მას უყვარს"

                                       


ადამიანს ახასიათებს მავნე ჩვევები, რაც უფრო მეტად მავნეა ეს ჩვევა მით უფრო ძლიერად  შეისისლხორცებს ადამიანი მას საკუთარ ცხოვრებაში.
უბრალო ნორმალური მაგალითია სიგარეტის მოწევა, რომელიც საკმაოდ მავნეა ადამიანის ორგანიზმისთვის იწვევს უამრავ დაავადებას, ამ ფაქტის ცოდნის მიუხედავად ყველას უჭირს დაანებოს მოწევას თავი, თითქოს მასზე მიჯაჭვულნი ვეღარ ვფიქრობთ მომავალზე, აღარ ვაანალიზებთ მომავლის შედეგებს და წამიერი სიამოვნების გამო ვაგრძელებთ და უფრო მეტად ვსრულყოფთ ამ "რიტუალს".
შემდეგი მაგალითია ომი, რომელიც უმეტეს შემთხვევაში უსაფუძვლოა და ყველაფრის განადგურებისაკენ არის მიმართული.
შეიძლება ითქვას, რომ სიკვდილის ინსტინქტი გამომდინაორებს თვითგადარჩენის ინსტინქტისაგან, ის აგრესიაა, რომელიც ადამიანში ბუდობს და საკუთარი ფსიქიკის დასაცავად მას სხვადასხვანაირ კალაპოტში მივმართავთ, ვანადგურებთ თავებს არასწორი გადაწყვეტილებით, ან ვანადგურებთ სხვას, რადგან დავიცვათ საკუთარი თავი.ის სიცოცხლის ინსტინქტის თანმდებია და ადამიანის ბიპოლარულ ბუნებას უსვამს ხაზს.


სიკვდილიც ცხოვრებისაგან გამომდინარეობს,ის გარდაუვალია , სამყაროში მოსული ადამიანის გზაც ერთია, რომელიც დაბადებით, სიცოცხლით იწყება და სიკვდილით სრულდება, თითქოს ცხოვრებიდან გამომდინარე შეიქმნა ადამიანში ორი საპირისპირო ენერგეტიკა, რომელიც ავსებს ადამიანურ ბუნებას და უბრალო არსებებს, ადამიანად გარდაქმნის.
ადამიანს აშინებს სიკვდილი, აშინებს სირთულეები, მაგრამ თვითონ უქმნის საკუთარ თავს პრობლემებს, ის წარმოქმნის და შემდგომ ანგრევს, აყვავებს და შემდგომ საკუთარი ფეხებით თელავს, უყვარს, მაგრამ სიძულვილით, სიძულვილს ხანდახან სიყვარულს არქმევს, სურს, რომ იცხოვროს, მაგრამ ხანდახან საერთოდ არაფერს აკეთებს ამისთვის, მხოლოდ  აჩქარებს სიკვდილს და საკუთარი ფეხებით მიდის მასთან.


ფსიქოლოგია

ფროიდი

8:45 AM

"სიცოცხლის მიზანი სიკვდილია"

ფროიდი, გენია, ადამიანი, რომელმაც კაცობრიობას ატაკა ის სიმართლე, რომელზეც ლაპარაკი მაშინ საერთოდ არ შეიძლებოდა, ან უფრო კარგად რომ ვთქვათ ეს თემა იმდროინდელ კონსერვატულ, ბნელ სამყაროში ტაბუდადებული იყო.
ავსტრიელი ნევროლოგი, ფსიქოლოგი, ნევროპათოლოგი, ფსიქოანალიზის მამა. დაიბადა 1856 წელს , სრული სახელი ზიგმუნდ სოლომონ ფროიდი, იგი გახლავთ სიღრმის ფსიქოლოგიის ფუძემდებელი.
 განვიხილოთ ფროიდის თვალით დანახული არსება, რომელსაც ადამიანი ქვია.
ფროიდის აზრით ადამიანის ფორმირებას ახდენს სამი ასპექტი, იდი (იგი), ეგო და სუპერეგო.
იდი ინსტიქტებია, მან არ იცის რა არის გრძნობები ,რა არის სიყვარული მან არ იცის ბოროტება და სიკეთე, ის მიიწევს უბრალოდ იმისკენ, რომ მიიღოს სიამოვნება ყველაფრით, რასაც შეეხება, ან რასთანაც ექნება ურთიერთობა, იგის არ აქვს მორალი, იგი ბრმაა, თავის შექმნილ სამყაროში ცხოვრობს, სადაც იმპულსები და ინსტიქტებია მთავარი. ეგო მე ვარ, მას ევალება, ინტეგრაცია მოახდინოს იდის სურვილების რეალურ სამყაროსთან, რომ არ დაირღვეს ბალანსი, იმისა თუ რას ვაკეთებთ ჩვენ სოციუმში, ეგო იდიდან წარმოიშვა  და მთელი თავისი აუტანელი ცხოვრების განმავლობაში ის იჭყლიტება ორ სრულიად განსხვავებულ ასპექტს შორის, იდის და სუპერეგოს.
სუპერეგო შეიძლება ორ ნაწილად დავყოთ ერთი სინდისია,  რომელიც ადამიანის ცხორებას სულ თან სდევს ხოლო მეორე, მე იდეალი, იდეალური მე, რომელიც უამრავი კომპლექსის ფორმირებას ახდენს, მე იდეალი წარმოდგენებია, სურვილები, რომელიც მშობლების შთაგონებებით წარმოიქმნება ადამიანის გონებაში, ეს ისაა თუ როგორი მინდა ვიყო, როგორი მინდა გავხდე და რა არის ჩემთვის წარმოდგენა იდეალურ მეზე. ამ სამ ასპექტს შორის ყოველთვის არის კონფლიქტი, რომელიც ადამიანში შფოთვის წარმოქმნით  სრულდება.
ფროიდმა ამავდროულად გამოყო ინსტინქტები, რომელიც ადამიანის ცხოვრებაში უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია. ესაა სიცოცხლის  და სიკვდილის ინსტინქტი. სიკვდილის ინსტინქტის შეხედულება მას ომის პერიოდში ჩამოუყალიბდა, როდესაც მან ადამიანური ბუნება დაინახა, ადამიანური ბუნება, რომელიც ხანახან გაუცნობიერებლად თვითგვემისაკენ, ნგრევისაკენ,თვითგანადგურებისაკენ  არის მიმართული, სიკვდილის ინსტინქტიც ზუსტად ამას ასახავს.
                                               "ხანდახან სიგარეტი უბრალოდ სიგარეტია"

ფროიდმა ფსიქიკის სექსუალიზაცია მოახდინა, მან გამოყო ქვეცნობიერი, რომელშიც დაფარულია საზოგადოებისთვის მიუღებელი აზრები და შეგრძნებები, გრძნობები, რომლებიც ადამიანს გულს ტკენენ, ტრავმები, რომლებიც ადამიანის ფსიქიკის ფორმირებას ახდენენ, ზუსტად ამიტომ ცნობიერიდან ისინი განდევნილნი არიან ქვეცნობიერში და ჩვენ თავს გვახსენებენ შეცდომითი ქმედებებით, სიზმარში უცნაური სიმბოლიკებით და თუნდაც აშლილობებით, რომელიც ჩვენი არსებობის დეგრადირებას იწვევს.

                               
                                             ფროიდის ოფისი ვენაში


               


შემოქმედება

...

4:53 AM

ხანდახან ფრთებსაც ჩიტივით ვირგებ ქვესკნელში ვმღერი ლამაზად სიტყვებს, ხანდახან მინდა გავხედო ზეცას და დავინახო მე აღმაფრენა. ადამიანის მომაკვდავ სულში, მოკვდავ წარშულში და აწყმოს გულში , ფრთების ფართხუნით მოფრინავს სევდა და თანდაყოლილს უნდა რომ შეგძრას. ადამიანის მანკიერ გზაზე მე დავინახე ეს ჩემი სახე. დაბმული დაჭრილი სილაღის ზღვარზე, პარადოქსულად მხიარულ დარდზე. ცხოვრების გზებზე აღმავალს ვეძებ, ზემოთ აფრენილს რაღაცას შენზე. არსებობს ალბათ ეს ძალა შენი , რასაც ვეძახით სიყვარულს ენით, ან არ არსებობ და გვაძლევ შანსებს რომ ვიარსებოთ ამ რწმენის ხარჯზე.




შემოქმედება

Something wrong

7:46 AM

                                                         

რომ შემეძლოს


რომ შემეძლოს, უბრალოდ გონებას დავშლიდი ჩემი ცხოვრების ფრაგმენტებად, მხოლოდ იმიტომ, რომ მისი სახის გამომეტყველების შეგრძნება, დანახვა, აღქმა უფრო კარგად შემძლებოდა, რომ შემეძლოს ავფეთქდებოდი და ჩემ გარშემო ყველაფერს შევიწირავდი, მთელ სხეულს ვაიძულებდი ნაწილებად დაშლილიყო და ფეერვერკებად წარმოქმნილიყო ზეცაში


რომ შემეძლოს, პეპლად დავიბადებოდი, მაგრამ მისი შემხედვარე უბრალო აბსტრაქციად ვიქცეოდი, უსასრულობაში დავიკარგებოდი... რომ შემეძლოს, წვიმის წვეთებად გადავიქცეოდი მხოლოდიმიტომ, რომ მთელი სახე დამეკოცნა,მხოლოდ იმიტომ,რომ წვეთები სამუდამოდ ჩამჯდარიყო მის სხეულში, სისველე მის გულში. ...რომ შემეძლოს არასდროს ვეტყოდი იმას,რომ მიყვარს, რადგან ჩემი პირიდან გამოსული სიტყვები ვნებით, სურვილებით, ოცნებებით გზაში აგიზგიზდებოდა და უბრალო, დამწვარ ფერფლად იქცეოდა. ამიტომ ჩუმად ვარ, ამიტომ ველოდები. რომ შემეძლოს, სამუდამოდ დაველოდებოდი...



Popular Posts

Like us on Facebook

Flickr Images