ფროიდი
8:45 AM
"სიცოცხლის მიზანი სიკვდილია"
ავსტრიელი ნევროლოგი, ფსიქოლოგი, ნევროპათოლოგი, ფსიქოანალიზის მამა. დაიბადა 1856 წელს , სრული სახელი ზიგმუნდ სოლომონ ფროიდი, იგი გახლავთ სიღრმის ფსიქოლოგიის ფუძემდებელი.
განვიხილოთ ფროიდის თვალით დანახული არსება, რომელსაც ადამიანი ქვია.
ფროიდის აზრით ადამიანის ფორმირებას ახდენს სამი ასპექტი, იდი (იგი), ეგო და სუპერეგო.
იდი ინსტიქტებია, მან არ იცის რა არის გრძნობები ,რა არის სიყვარული მან არ იცის ბოროტება და სიკეთე, ის მიიწევს უბრალოდ იმისკენ, რომ მიიღოს სიამოვნება ყველაფრით, რასაც შეეხება, ან რასთანაც ექნება ურთიერთობა, იგის არ აქვს მორალი, იგი ბრმაა, თავის შექმნილ სამყაროში ცხოვრობს, სადაც იმპულსები და ინსტიქტებია მთავარი. ეგო მე ვარ, მას ევალება, ინტეგრაცია მოახდინოს იდის სურვილების რეალურ სამყაროსთან, რომ არ დაირღვეს ბალანსი, იმისა თუ რას ვაკეთებთ ჩვენ სოციუმში, ეგო იდიდან წარმოიშვა და მთელი თავისი აუტანელი ცხოვრების განმავლობაში ის იჭყლიტება ორ სრულიად განსხვავებულ ასპექტს შორის, იდის და სუპერეგოს.
სუპერეგო შეიძლება ორ ნაწილად დავყოთ ერთი სინდისია, რომელიც ადამიანის ცხორებას სულ თან სდევს ხოლო მეორე, მე იდეალი, იდეალური მე, რომელიც უამრავი კომპლექსის ფორმირებას ახდენს, მე იდეალი წარმოდგენებია, სურვილები, რომელიც მშობლების შთაგონებებით წარმოიქმნება ადამიანის გონებაში, ეს ისაა თუ როგორი მინდა ვიყო, როგორი მინდა გავხდე და რა არის ჩემთვის წარმოდგენა იდეალურ მეზე. ამ სამ ასპექტს შორის ყოველთვის არის კონფლიქტი, რომელიც ადამიანში შფოთვის წარმოქმნით სრულდება.
ფროიდმა ამავდროულად გამოყო ინსტინქტები, რომელიც ადამიანის ცხოვრებაში უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია. ესაა სიცოცხლის და სიკვდილის ინსტინქტი. სიკვდილის ინსტინქტის შეხედულება მას ომის პერიოდში ჩამოუყალიბდა, როდესაც მან ადამიანური ბუნება დაინახა, ადამიანური ბუნება, რომელიც ხანახან გაუცნობიერებლად თვითგვემისაკენ, ნგრევისაკენ,თვითგანადგურებისაკენ არის მიმართული, სიკვდილის ინსტინქტიც ზუსტად ამას ასახავს.
"ხანდახან სიგარეტი უბრალოდ სიგარეტია"
ფროიდმა ფსიქიკის სექსუალიზაცია მოახდინა, მან გამოყო ქვეცნობიერი, რომელშიც დაფარულია საზოგადოებისთვის მიუღებელი აზრები და შეგრძნებები, გრძნობები, რომლებიც ადამიანს გულს ტკენენ, ტრავმები, რომლებიც ადამიანის ფსიქიკის ფორმირებას ახდენენ, ზუსტად ამიტომ ცნობიერიდან ისინი განდევნილნი არიან ქვეცნობიერში და ჩვენ თავს გვახსენებენ შეცდომითი ქმედებებით, სიზმარში უცნაური სიმბოლიკებით და თუნდაც აშლილობებით, რომელიც ჩვენი არსებობის დეგრადირებას იწვევს.
ფროიდის ოფისი ვენაში



0 comments